ლიტვურ ენაში საქართველოს სახელწოდება შეიცვალა. ამის შესახებ ლიტვის
საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება.
„საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლის
იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მიღებულია ოფიციალური
გადაწყვეტილება - ამიერიდან თქვენს ქვეყანას ლიტვურად „საქართველო“
ერქმევა! გილოცავთ ამ ისტორიულ გადაწყვეტილებას! ლიტვა-საქართველოს
მეგობრობას გაუმარჯოს!“, - ნათქვამია ლიტვის საგარეო საქმეთა
სამინისტროს „ტვიტერის“ გვერდზე.