ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა წარადგინეს
ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა წარადგინეს. ამის შესახებ პარლამენტის პრესსამსახური იუწყება. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კანდიდატურა დეპუტატების ერთ მესამედზე მეტმა წარადგინა.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის არჩევნები სომხეთში 8 მაისს ხელახლა გაიმართება. წინა არჩევნები ფაშინიანის კანდიდატურის მარცხით დასრულდა. მას ხმა 45-მა დეპუტატმა მისცა, პრემიერად არჩევისთვის კი 53 ხმის მიღება არის აუცილებელი. მმართველი რესპუბლიკელთა საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელმა ვაგრამ ბაღდასარიანმა განაცხადა, რომ პარტია თავის კანდიდატს არ დააყენებს და იმ კანდიდატს დაუჭერს მხარს, რომელსაც პარლამენტის შემადგენლობის ერთი მესამედი წამოაყენებს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები