გიორგი კვირიკაშვილი - ჩვენი ვალია, რომ ვეტერანთა გმირობა დავაფასოთ
დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ ყველას, ვინც თავი გაწირა ქვეყნის გადარჩენისთვის და ვულოცავ მათ ოჯახებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ვაკის პარკში განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა.

„განსაკუთრებით მინდა, მივულოცო ვეტერანებს. ჩვენი ვალია, რომ მათი გმირობა დავაფასოთ. ჩვენ უნდა ჩავიხუტოთ ისინი გულში, ძალიან ძვირფასი ადამიანები, რომლებმაც სიცოცხლე დადეს სამშობლოსთვის მსხვერპლად. საქართველომ გაიღო უდიდესი მსხვერპლი 300000-ზე მეტი ადამიანი აღარ დაბრუნდა, ზოგიერთი გმირის სახელი ცნობილია, ზოგის უცნობი. დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ ყველას, ვინც თავი გაწირა ქვეყნის გადარჩენისთვის. ვულოცავ მათ ოჯახებს პირველ რიგში ომის ვეტერანებს ამ ქვეყნად ვინც აღარ არის და წასულია, უკვე მათ ოჯახებს ვულოცავ ამ უდიდეს დღესასწაულს. საქართველოს ვუსურვებ მშვიდობას და მშვიდობიან სტაბილურ განვითარებას. სტაბილურობა არის ძალიან ძვირფასი რამ და ყველანი უნდა გავუფრთხილდეთ ამას”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები