კობახიძემ აღნიშნა, რომ ასეთი პროპაგანდა მისთვის აბსოლუტურად
მიუღებელია.
„რა თქმა უნდა, რუსული პროპაგანდა არის შემაშფოთებელი და
აქტიური მუშაობაა საჭირო იმისთვის, რომ შესაბამისი რისკების პრევენცია
მოხდეს. ჩვენ ამაზე აქტიურად ვმუშაობთ, მათ შორის, ჩვენს საერთაშორისო
პარტნიორებთან ერთად. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი ეროვნული
ინტერესების დაცვა და იმ რეჟიმში, როდესაც არის ოკუპირებული ორი ჩვენი
ისტორიული რეგიონი, ასეთი პროპაგანდა პირადად ჩემთვის აბსოლუტურად
მიუღებელია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძემ ასევე ისაუბრა საკითხზე, უნდა გამკაცრდეს თუ არა საბჭოთა
სიმბოლიკის გამოყენებასთან დაკავშირებული სანქციები.