ივანიშვილის თავმჯდომარედ ოფიციალურად არჩევა “ოცნების” დახურულ ყრილობაზე იგეგმება
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მმართველი პარტიის თავმჯდომარედ ოფიციალურად არჩევა “ქართული ოცნების” ყრილობის დახურულ ფორტმატში იგეგმება, ხოლო ამის შემდეგ ჟურნალისტები მხოლოდ მედია ცენტრიდან შეძლებენ ყრილობის პირდაპირ ეთერში ყურებას.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მეხუთე ყრილობა 11 მაისს, მთაწმინდის პარკში, “ანდერვილიში” გაიმართება, სადაც პარტიის ახალ თავმჯდომარეს და განახლებულ პოლიტსაბჭოს აირჩევენ.
პრესსამსახურის ცნობით, ყრილობა სამუშაო ფორმატში იმართება, ხოლო მას პარტიის დელეგატები და პოლიტიკური გუნდის წევრები დაესწრებიან.

როგორც პრესსამსახური გვაცნობებს, 16:00 საათზე, პროცედურული ნაწილი, სადაც ბიძინა ივანიშვილს ოფიციალურად აირჩევენ პარტიის თავმჯდომარედ, დახურულ ფორმატში დაიწყება. მისი ინფორმაციით, 17:00 საათიდან ყრილობის ოფიციალური ნაწილის ტრანსლირება მოხდება და ჟურნალისტები ადგილზე განთავსებული მედია ცენტრში შეძლებენ ღონისძიების ყურებას.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები