ნიკოლ ფაშინიანი აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებში მთიანი ყარაბაღის ჩართვას ითხოვს
თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა აზერბაიჯანთან მოლაპარაკებების მხარე უნდა იყოს, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სტეფანაკერტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„კონფლიქტის სამხედრო გზით გადაჭრის ვარიანტი უნდა გამოირიცხოს. თუ საერთაშორისო საზოგადოებას ყარაბაღის საკითხის მოგვარება სურს, როგორ წარმოგიდგენიათ ამის გაკეთება მოლაპარაკებების პროცესში ყარაბაღის მონაწილეობის გარეშე?“ - განაცხადა ფაშინიანმა.

მისივე თქმით, სომხეთის არმია ინსტიტუციურად მაღალ დონეზე იმყოფება, ხოლო შეიარაღებული ძალების ყველა პრობლემა მთავრობისთვის ძალიან კარგად არის ცნობილი.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები