ნახევარზე მეტის აზრით შსს, პროკურატურა და სუს ოცნების ინტერესებს ემსახურებიან – კვლევა
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” დაკვეთით “CRRC საქართველოს” მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით მოსახლეობის ნახევარზე მეტს სჯერა, რომ პროკურატურა, პოლიცია და სუს–ი მმართველი პოლიტიკური პარტიის ინტერესებს ემსახურებიან.
გამოკითხულთა 57% მიიჩნევს, რომ პროკურატურა მმართველი პარტიის ინტერესებს ემსახურება, 18% მიიჩნევს, რომ ნაწილობრივ ემსახურება, 13%–ის აზრით, კი პროკურატურა არ არის მმართველი პოლიტიკური პარტიის ინტერესების გამტარებელი.

55%–ის აზრით, შსს “ქართული ოცნების” გავლენის ქვეშაა, 12%–ს არ მიაჩნია, რომ შსს მმართველი პარტიის გავლენის ქვეშაა. 55%–ს მიაჩნია, რომ სუს–ი მმართველი პარტიის გავლენის ქვეშაა, 15% კი ასე არ ფიქრობს.

საზოგადოებრივი აზრის კვლევა “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დაკვეთით „CRRC საქართველომ“ განახორციელა. კვლევის ფარგლებში, რომელიც 2018 წლის 3-28 მარტის პერიოდში ჩატარდა, საქართველოს მასშტაბით 1843 ადამიანი გამოიკითხა. გამოკითხვის საშუალო ცდომილება 2,8%–ს შეადგენს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები