“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” დაკვეთით “CRRC
საქართველოს” მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით მოსახლეობის ნახევარზე
მეტს სჯერა, რომ პროკურატურა, პოლიცია და სუს–ი მმართველი პოლიტიკური
პარტიის ინტერესებს ემსახურებიან.
გამოკითხულთა 57% მიიჩნევს, რომ პროკურატურა მმართველი პარტიის
ინტერესებს ემსახურება, 18% მიიჩნევს, რომ ნაწილობრივ ემსახურება,
13%–ის აზრით, კი პროკურატურა არ არის მმართველი პოლიტიკური პარტიის
ინტერესების გამტარებელი.
55%–ის აზრით, შსს “ქართული ოცნების” გავლენის ქვეშაა, 12%–ს არ
მიაჩნია, რომ შსს მმართველი პარტიის გავლენის ქვეშაა. 55%–ს მიაჩნია,
რომ სუს–ი მმართველი პარტიის გავლენის ქვეშაა, 15% კი ასე არ
ფიქრობს.
საზოგადოებრივი აზრის კვლევა “საერთაშორისო გამჭვირვალობა –
საქართველოს“ დაკვეთით „CRRC საქართველომ“ განახორციელა. კვლევის
ფარგლებში, რომელიც 2018 წლის 3-28 მარტის პერიოდში ჩატარდა,
საქართველოს მასშტაბით 1843 ადამიანი გამოიკითხა. გამოკითხვის საშუალო
ცდომილება 2,8%–ს შეადგენს.