“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” დაკვეთით “CRRC
საქართველოს” მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით 6%–ს სჯერა, რომ
აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა აფგან მუხთარლიმ თავისი ნებით გადაკვეთა
საზღვარი, ხოლო 38%–ს მიაჩნია, რომ იგი მოიტაცეს.
18%–ს მიაჩნია, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ქართულმა
სპეცსამსახურებმა მოიტაცეს და აზერბაიჯანის სპეცსამსახურებს
გადასცეს
15%–ს მიაჩნია, რომ მუხთარლი აზერბაიჯანელმა სპეცსამსახურებმა
მოიტაცეს ქართული მხარის დახმარებით
5%–ს სჯერა, რომ აზერბაიჯანელმა სპეცსამსახურებმა მოიტაცეს
36%–მა არ იცის
19%–ს არაფერი სმენია აფგან მუხთარლის შესახებ
საზოგადოებრივი აზრის კვლევა “საერთაშორისო გამჭვირვალობა –
საქართველოს“ დაკვეთით „CRRC საქართველომ“ განახორციელა. კვლევის
ფარგლებში, რომელიც 2018 წლის 3-28 მარტის პერიოდში ჩატარდა,
საქართველოს მასშტაბით 1843 ადამიანი გამოიკითხა. გამოკითხვის საშუალო
ცდომილება 2,8%–ს შეადგენს.