6%–ს სჯერა, რომ აფგან მუხთარლიმ საზღვარი თავისი ნებით გადაკვეთა – კვლევა
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” დაკვეთით “CRRC საქართველოს” მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით 6%–ს სჯერა, რომ აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა აფგან მუხთარლიმ თავისი ნებით გადაკვეთა საზღვარი, ხოლო 38%–ს მიაჩნია, რომ იგი მოიტაცეს.
18%–ს მიაჩნია, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ქართულმა სპეცსამსახურებმა მოიტაცეს და აზერბაიჯანის სპეცსამსახურებს გადასცეს
15%–ს მიაჩნია, რომ მუხთარლი აზერბაიჯანელმა სპეცსამსახურებმა მოიტაცეს ქართული მხარის დახმარებით
5%–ს სჯერა, რომ აზერბაიჯანელმა სპეცსამსახურებმა მოიტაცეს
36%–მა არ იცის
19%–ს არაფერი სმენია აფგან მუხთარლის შესახებ

საზოგადოებრივი აზრის კვლევა “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დაკვეთით „CRRC საქართველომ“ განახორციელა. კვლევის ფარგლებში, რომელიც 2018 წლის 3-28 მარტის პერიოდში ჩატარდა, საქართველოს მასშტაბით 1843 ადამიანი გამოიკითხა. გამოკითხვის საშუალო ცდომილება 2,8%–ს შეადგენს.

წყარო: ნეთგაზეთი
Print