უმეტესობის აზრით, საპატრიარქოს მიმართ ხალხის დამოკიდებულება უარესობისკენ შეიცვალა – კვლევა
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” დაკვეთით “CRRC საქართველოს” მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით 48%–ს მიაჩნია, რომ ბოლო წლების განმავლობაში მოსახლეობის დამოკიდებულება საპატრიარქოს მიმართ უარესობისკენ შეიცვალა.
გამოკითხულთა 28% კი ფიქრობს დამოკიდებულება უკეთესობისკენ შეიცვალა. 16%–ს მიაჩნია, რომ საპატრიარქოს მიმართ დამოკიდებულება არ შეცვლილა.

გამოკითხულთა 40%–ს მიაჩნია, რომ საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენები უნდა იყოს საჯარო განხილვის საგანი, 52% კი არჩევს, რომ საჯაროდ არ განიხილონ საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენები.

61%–ის აზრით, საპატრიარქო უნდა ფინანასებოდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 30% კი საპატრიარქოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების წინააღმდეგია. 8%–მა არ იცის.

საზოგადოებრივი აზრის კვლევა “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დაკვეთით „CRRC საქართველომ“ განახორციელა. კვლევის ფარგლებში, რომელიც 2018 წლის 3-28 მარტის პერიოდში ჩატარდა, საქართველოს მასშტაბით 1843 ადამიანი გამოიკითხა. გამოკითხვის საშუალო ცდომილება 2,8%–ს შეადგენს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები