“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” დაკვეთით “CRRC
საქართველოს” მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით 48%–ს მიაჩნია, რომ
ბოლო წლების განმავლობაში მოსახლეობის დამოკიდებულება საპატრიარქოს
მიმართ უარესობისკენ შეიცვალა.
გამოკითხულთა 28% კი ფიქრობს დამოკიდებულება უკეთესობისკენ შეიცვალა.
16%–ს მიაჩნია, რომ საპატრიარქოს მიმართ დამოკიდებულება არ
შეცვლილა.
გამოკითხულთა 40%–ს მიაჩნია, რომ საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენები
უნდა იყოს საჯარო განხილვის საგანი, 52% კი არჩევს, რომ საჯაროდ არ
განიხილონ საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენები.
61%–ის აზრით, საპატრიარქო უნდა ფინანასებოდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან,
30% კი საპატრიარქოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების
წინააღმდეგია. 8%–მა არ იცის.
საზოგადოებრივი აზრის კვლევა “საერთაშორისო გამჭვირვალობა –
საქართველოს“ დაკვეთით „CRRC საქართველომ“ განახორციელა. კვლევის
ფარგლებში, რომელიც 2018 წლის 3-28 მარტის პერიოდში ჩატარდა,
საქართველოს მასშტაბით 1843 ადამიანი გამოიკითხა. გამოკითხვის საშუალო
ცდომილება 2,8%–ს შეადგენს.