პრეზიდენტი: როგორ მივედით სამოქალაქო დაპირისპირების ასეთ ზენიტამდე, კითხვის ნიშნად რჩება
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ მკაფიო და პირდაპირი პასუხები უნდა გაეცეს კითხვებს იმასთან დაკავშირებით, ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით თუ როგორ გამწვავდა დაპირისპირება მოქალაქეთა ჯგუფებს შორის ბოლო ორი დღის განმავლობაში.

“ამ დღეების განმავლობაში ჩვენ ვნახეთ როგორც პოლიტიკური, ისე ადმინისტრაციული ქმედებების სრული კრახი და შეცდომების მთელი წყება, რომელიც დაიწყო რეიდით თუ ამ სპეცოპერაციით და შემდეგაც გრძელდებოდა. რანაირად შეიძლება ჩვენ მოვახერხოთ, რომ რამდენიმე საათში ჩვენ მივიდეთ სამოქალაქო დაპირისპირების ასეთ ზენიტამდე, ეს დღემდე კითხვის ნიშნად რჩება. ბუნებრივია, ამ კითხვის ნიშნებს სჭირდება ძლაიან პირდაპირი პასუხები”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

Mənbə: Netgazeti
Print