ID ბარათი უფასოდ, პასპორტი $50 – დროებითი შეღავათი ემიგრანტებს
საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის, ამომრჩეველთა ერთიანი სიის დაზუსტებისა და დახვეწის ფარგლებში, სპეციალური აქცია დაიგეგმა.
მინისტრის თქმით, უცხოეთში მცხოვრები ქართველები დღეიდან, 3 თვის განმავლობაში, ID ბარათის აღებას უფასოდ შეძლებენ, ხოლო პასპორტს 2 თვის განმავლობაში 130 დოლარის ნაცვლად, 50 აშშ დოლარად მიიღებენ:

“საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის, ამომრჩეველთა ერთიანი სიის დაზუსტებისა და დახვეწის ფარგლებში, ვაცხადებთ აქციას, რომლითაც საქართველოს ყველა ის მოქალაქე, განურჩევლად ასაკისა და იმ ქვეყნისა, თუ სად იმყოფება, შეძლებს ისარგებლოს დღეიდან მომდევნო სამი თვის განმავლობაში უფასო აქციით, რაც შეეხება საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობას.

ხოლო მომდევნო ორი თვის განმავლობაში დღეიდან ისარგებლოს მაქსიმალურად შეღავათიანი საფასურით საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის აღებისას – ეს საფასური იქნება 130-ის ნაცვლად 50 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში, ანუ ლარებში”
– თქვა თეა წულუკიანმა.

აქციაში ჩასართავად და დოკუმენტაციის მისაღებად, უცხოეთში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა საქართველოს საკონსულოებს უნდა მიმართონ.

წყარო: ნეთგაზეთი
Print