სიახლე
ხე რომლის ქვეშაც მოსახლეობა მარშუტკებს ელოდებოდა მოჭრეს, მერია კი გაჩერების მოწყობას არ აპირებს
ოთხი წელია რაც სკოლა დაამთავრა და უნივერსიტეტში სწავლობს. თითქმის ყოველდღიურად, თავისი სახლიდან მარნეულში საქმეებზე ან თბილისში, უნივერსიტეტში მიდის. სოფლიდან დაახლოებით კილომეტრ ნახევრის გავლა უწევს, რათა გაჩერებამდე მივიდეს. წითელ სოფელში მარშუტკები არ დადიან.
„არა ჩემს სოფელში არ დადის, მაგრამ გვერდით სოფელში ჩადის მარშუტკა. ჩვენ გვინდოდა რომ ერთ მარშუტკას ჩვენს სოფელშიც ევლო, მარადისის გავლით, მაგრამ რა ვიცი, არანაირი რეაგირება არ ყოფილა.“ - არამ აკოფიანი
კილომეტრ ნახევრის გავლის შემდგომ კი მზეში, ქარში თუ წვიმაში ღია ცის ქვეშ ელოდება რაიონის ცენტრისაკენ მიმავალ მარშუტკებს. იხსენებს, რომ რამდენიმე თვის წინ კიდევ კარგი მდგომარეობა იყო, რადგან შაუმიანი-ყულარის გზაჯვარედინზე, სადაც არამი ყოველდღიურად ელოდება მარშუტკას, ერთი დიდი ხე იდგა და ყველა მგზავრი ამ ხის ქვეშ აფარებდა თავს აუტანელ სიცხესა თუ ძლიერ წვიმას, მაგრამ რამდენიმე თვის წინ ის ერთადერთი ხეც მოჭრეს.
„იმ ხის ჩრდილში ვიყავით ხოლმე, აბა სხვა აქ არაფერი არ არის, არც ჩრდილი და არც რაიმე გადაფარებული ადგილი რომ იქ დავდგეთ და ამის გამო სულ უდაბნოში ვდგავართ.“ - არამ აკოფიანი
არამ აკოფინს შაუმიანის, ყულარის, შულავრის და წითელი სოფლის მოსახლეობისათვის შაუმიანი-ყულარის გზაჯვარედინზე გაჩერებების მოწყობა სურს.
„აქ საჭიროა გაჩერების აშენება, რათა გვქონდეს შანსი, რომ დავდგეთ გაჩერებასთან და არა იქ სადაც მოგვინდება.“ -არამ აკოფიანი
როგორც მარნეულის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, შაუმიანი-ყულარის გზაჯვარედინზე გაჩერებების მოწყობა 2018 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული არ არის, რის გამოც არამს და ოთხი სოფლის მოსახლეობას კიდევ ერთ წელი მაინც მოუწევთ სიცხეში, ქარში თუ წვიმაში ღია ცის ქვეშ ლოდინი.
რადიო „მარნეული“

| Print |
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
უბედური შემთხვევა მოხდა მოსკოვში, შერემეტევოს აეროპორტში. როგორც
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი იტყობინება, სომხეთის 25 წლის მოქალაქე,
13:46 / 21.11.2018
უბედური შემთხვევა მოხდა მოსკოვში, შერემეტევოს აეროპორტში. როგორც რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი იტყობინება, სომხეთის 25 წლის მოქალაქე,
დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მონაცმებით, ავტოდაზღვევის
ბაზარი იზრდება, თუმცა დაზღვეული მანქანების წილი ავტოპარკში ისევ
დაბალია და 6%-ს არ აჭარბებს.
13:30 / 21.11.2018
დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მონაცმებით, ავტოდაზღვევის ბაზარი იზრდება, თუმცა დაზღვეული მანქანების წილი ავტოპარკში ისევ დაბალია და 6%-ს არ აჭარბებს.
ნაკლებად ვფიქრობ, რომ ხელისუფლება - სხეულის ერთი ხელი მეორე ხელის
მიერ ჩადენილ დანაშაულს გამოიძიებს, - ამის შესახებ ტელეკომპანია
“პალიტრანიუსს“ ალეკო ელისაშვილმა განუცხადა.
13:24 / 21.11.2018
ნაკლებად ვფიქრობ, რომ ხელისუფლება - სხეულის ერთი ხელი მეორე ხელის მიერ ჩადენილ დანაშაულს გამოიძიებს, - ამის შესახებ ტელეკომპანია “პალიტრანიუსს“ ალეკო ელისაშვილმა განუცხადა.
E60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი მონაკვეთის, ხევი-უბისას
გზის მშენებლობისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში კომპანია
“Hunan Road and Bridge Construction Group“ -მ გაიმარჯვა.
12:38 / 21.11.2018
E60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი მონაკვეთის, ხევი-უბისას გზის მშენებლობისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში კომპანია “Hunan Road and Bridge Construction Group“ -მ გაიმარჯვა.
სადაზღვევო კომპანიების მიერ შეთავაზებულ ჯანდაცვის დაზღვევის
პოლისებს მოსახელობის 15% ფლობს. დაზღვევის ზედამხედველობის
სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 17 სადაზღვევო
კომპანიას ჯამში 553 675 მოქმედი პოლისი აქვს, რაც წინა წლის
ანალოგიურ პერიოდს 0,07%-ით აჭარბებს.

სამედიცინო დაზღვევის ბაზარი ძირითადად 5 კომპანიაზეა გადანაწილებული:
,,ჯი პი აი ჰოლდინგი“-ბაზრის 31%-ს ფლობს, ,,იმედი L“-26%-ს,
,,არდი“-12 %-ს, ,,პსპ დაზღვევა“-7%-ს, ხოლო ,,ირაო“-6%-ს. დანარჩენი
18% კი ბაზრის სხვა მოთამაშეებზე ნაწილდება. ჯამში სამედიცინო
დაზღვევის სეგმენტიდან, კომპანიებმა მიმდინარე წლის 9 თვეში 172,4
მილიონი ლარის პრემია მოიზიდეს, რაც წინა წლის მაჩვენებელს 7%-ით
აჭარბებს.

Mənbə: bm.ge
12:30 / 21.11.2018
სადაზღვევო კომპანიების მიერ შეთავაზებულ ჯანდაცვის დაზღვევის პოლისებს მოსახელობის 15% ფლობს. დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 17 სადაზღვევო კომპანიას ჯამში 553 675 მოქმედი პოლისი აქვს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 0,07%-ით აჭარბებს.

სამედიცინო დაზღვევის ბაზარი ძირითადად 5 კომპანიაზეა გადანაწილებული: ,,ჯი პი აი ჰოლდინგი“-ბაზრის 31%-ს ფლობს, ,,იმედი L“-26%-ს, ,,არდი“-12 %-ს, ,,პსპ დაზღვევა“-7%-ს, ხოლო ,,ირაო“-6%-ს. დანარჩენი 18% კი ბაზრის სხვა მოთამაშეებზე ნაწილდება. ჯამში სამედიცინო დაზღვევის სეგმენტიდან, კომპანიებმა მიმდინარე წლის 9 თვეში 172,4 მილიონი ლარის პრემია მოიზიდეს, რაც წინა წლის მაჩვენებელს 7%-ით აჭარბებს.

Mənbə: bm.ge
ხობში, სოფელ ხეთაში, 19 ნოემბერს მომხდარი
ხანძრის შედეგად დაშავებულთაგან კიდევ ერთი ადამიანი
დაიღუპა.
10:58 / 21.11.2018
ხობში, სოფელ ხეთაში, 19 ნოემბერს მომხდარი ხანძრის შედეგად დაშავებულთაგან კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა.
ბაღდათში, სოფელ ობჩაში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის
მაშველებმა, 12-საათიანი სამაშველო ღონისძიების შედეგად ჭაში
ჩავარდნილი მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს.
10:44 / 21.11.2018
ბაღდათში, სოფელ ობჩაში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა, 12-საათიანი სამაშველო ღონისძიების შედეგად ჭაში ჩავარდნილი მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს.
ვერძი
მოსალოდნელია სამსახურებრივი და საოჯახო თათბირი.
გაგიმძაფრდებათ
01:44 / 21.11.2018
ვერძი
მოსალოდნელია სამსახურებრივი და საოჯახო თათბირი. გაგიმძაფრდებათ
პოპულარული სიახლეები
ჩვენ ფეისბუქზე :)
პოპულარული ფიქსირებული დღეებით
ვიდეო სიახლეები