რუსთავში ავტოავარიის გამო პატრულმა პატრული დააჯარიმა
15 მაისს, დილით, რუსთავში პოლიციას ეკიპაჟი სატვირთო ავტომობილს დაეჯახა, რის გამოც პატრულმა პატრული დააჯარიმა. ინფორმაცია, რომელიც პირველად “ინფო რუსთავმა” გაავრცელა, შინაგან საქმეთა სამინისტროში დაგვიდასტურეს.
შსს-ში განგვიცხადეს, რომ ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა, ხოლო მანქანები უმნიშვნელოდ დაზიანდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პატრულმა პატრულის თანამშრომელი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილით დააჯარიმა.

წყარო: ნეთგაზეთი
Print