სიახლე
მიხეილ ჩხენკელი: სასკოლო სპორტული პროექტები კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, პრემიერის ინიციატივა სპორტულ აქტივობებში ჩართული ადამიანების გაზრდასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე უმნიშვნელოვანესია, რაც სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი გახდება და ამ მიმართულებით, პროექტები კიდევ უფრო გაძლიერდება.
მინისტრის თქმით, ჩვენი შვილების სრულფასოვანი და ჰარმონიული აღზრდა, თეორიული ცოდნის დაუფლებასთან და ინტელექტუალური უნარების დახვეწასთან ერთად, მათ ფიზიკურ განვითარებას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასაც გულისხმობს. ამიტომ, უმნიშვნელოვანესია მთავრობის მეთაურის მოწოდება, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ქვეყანის პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი გახდეს.

გაორმაგდა სპორტული ღონისძიებების დაფინანსება. სასკოლო სპორტულ ოლიმპიადას, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ეროვნულ დონეზე ჩაატარებს და მოიცავს მთელ საქართველოს. მასობრივ ფიზიკურ და სპორტულ აქტივობაში ჩაერთვება 1700-ზე მეტი საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების ორივე სქესისა და სხვადასხვა ასაკის 100 000-ზე მეტი მოსწავლე. სკოლების მოსწავლეთა მონაწილეობით შედგება 8000-ზე მეტი სპორტული შეჯიბრი. ადგილობრივ ოლიმპიადებში გამარჯვებული მოსწავლეები საერთაშორისო სასკოლო სპორტულ შეჯიბრებებში მიიღებენ მონაწილეობას.

სკოლებს შორის, მუნიციპალური, რეგიონული, ზონალური და დასკვნითი შეჯიბრებების ორგანიზება განხორციელდება 9 სახეობის სპორტულ და ფიზიკურ აქტივობებში, კერძოდ: მხიარული სტარტები, სპორტულ-შემეცნებითი თამაშები, მინი ფეხბურთი (ფუტზალი), კალათბურთი (3×3), ფრენბურთი, ხელბურთი, ბადმინტონი, მაგიდის ჩოგბურთი და მძლეოსნობა (გეზრბენი).

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სპორტული ორგანიზაციების ხელშეწყობით, სპორტული და გასართობი აქტივობებით კიდევ უფრო დაიტვირთება სკოლებში ლაშქრობებისა და ექსკურსიების პროექტი, რომელიც წარმატებით ხორციელდება და უწყვეტად გაგრძელდება როგორც მასწავლებლებისთვის, ასევე მოსწავლეებისთვის და მათი მშობლებისთვის.

| Print |
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
გარდაბნის მერი რამაზ ბუდაღაშვილი 18 წელი სტუდენტი იყო. ამის
შესახებ
15:06 / 20.07.2018

გარდაბნის მერი რამაზ ბუდაღაშვილი 18 წელი სტუდენტი იყო. ამის შესახებ "ინფო რუსთავი" წერს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ორი
მეწარმე ჩინური წარმოების
14:58 / 20.07.2018
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ორი მეწარმე ჩინური წარმოების
ევროპული საქართველო 21 ივლისს პრეზიდენტობის კანდიდატს დაასახელებს.
14:56 / 20.07.2018
ევროპული საქართველო 21 ივლისს პრეზიდენტობის კანდიდატს დაასახელებს.
თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას
“თბილსერვისის“ თანამშრომლის სიცოცხლე ემსხვერპლა.
14:30 / 20.07.2018
თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას “თბილსერვისის“ თანამშრომლის სიცოცხლე ემსხვერპლა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრს,
მიხეილ ბატიაშვილს შვიდი მოადგილე ეყოლება.
14:26 / 19.07.2018
საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრს, მიხეილ ბატიაშვილს შვიდი მოადგილე ეყოლება.
თურქეთში 2016 წლის 15 ივლისის გადატრიალების მცდელობისას
გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა ორი წლის შემდეგ ხელისუფლებამ
გააუქმა,
14:24 / 19.07.2018
თურქეთში 2016 წლის 15 ივლისის გადატრიალების მცდელობისას გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა ორი წლის შემდეგ ხელისუფლებამ გააუქმა,
გრიგოლ ვაშაძე საქართველოს შემდეგი პრეზიდენტია. ამაში დარწმუნებული
ვარ, რადგან არსებული რეალობის გათვალისწინებით, არც ოპოზიციას და მით
უფრო, ვითომ ხელისუფლებას არ შეუძლიათ მიახლოებითაც კი ამ კალიბრის და
დამსახურებების კანდიდატის დასახელება,
14:22 / 19.07.2018
გრიგოლ ვაშაძე საქართველოს შემდეგი პრეზიდენტია. ამაში დარწმუნებული ვარ, რადგან არსებული რეალობის გათვალისწინებით, არც ოპოზიციას და მით უფრო, ვითომ ხელისუფლებას არ შეუძლიათ მიახლოებითაც კი ამ კალიბრის და დამსახურებების კანდიდატის დასახელება,
პოპულარული სიახლეები
ჩვენ ფეისბუქზე :)
პოპულარული ფიქსირებული დღეებით