Wizz Air ქუთაისიდან პარიზის, პრაღის, ათენის, ბარსელონასა და რომის მიმართულებით რეგულარულ რეისებს იწყებს
17 მაისიდან ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისიდან პარიზის, პრაღის, ათენის, ბარსელონასა და რომის მიმართულებით რეგულარულ რეისებს იწყებს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია Wizz Air-დან აცნობეს, შესრულდება ავიამიმოსვლა ბუქარესტიდან და ვენიდან ქუთაისის მიმართულებით.

“ახალი დაბალბიუჯეტიანი ავიამიმართულებები ქმნის უამრავ შესაძლებლობას მოგზაურთათვის, რომელთაც აღნიშნულ პოპულარულ ქვეყნებში გამგზავრება სულ რაღაც 49,99 ლარად / 29,99 ევროდ შეეძლებათ. ამასთან, ავიაკომპანია აგრძელებს ადგილობრივი ინვესტიციების განხორციელებას და 17 მაისს ქუთაისის ბაზაზე ეარბას A320 ტიპის მეორე თანამედროვე ავიახომალდს ამატებს. აღნიშნული სიახლე 101 მილიონი დოლარის ინვესტიციას წარმოადგენს და დამატებით ეკიპაჟის 36 ადგილობრივი წევრის დასაქმების საშუალებას იძლევა.

Wizz Air-მა ქუთაისის საეთაშორისო აეროპორტიდან ოპერაციები 2012 წელს დაიწყო. 6 წლიანი წარმატებული მოღვაწეობის შემდეგ, ევროპაში მასშტაბური გაფართოების ფარგლებში, დაბალბიუჯეტიანი ქსელის დივერსიფიკაციის შედეგად, Wizz Air მომხმარებლებს ამჟამად სთავაზობს 21 ავიამიმართულებას 14 ქვეყნის მასშტაბით.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები