კირაჩ მუღანლოში სკოლა 8 მოსწავლემ დაამთავრა
დღეს სოფელ კირაჩ მუღანლოს საჯარო სკოლაში ბოლო ზარი 8 მოსწავლისთვის დაირეკა . სკოლადამთავრებულებს ტრადიციულად საზეიმოდ გამოწყობილი მასწავლებლები, მშობლები და სოფლის მაცხოვრებლები ულოცავდნენ. მე-12 კლასელების გასაცილებლად სკოლის მოსწავლეებმა სასცენო დადგმა და ეროვნული ცეკვები შეასრულეს. სკოლის დირექტორმა და მასწავლებლებმა მიკროფონთან მღელვარება ვერ დამალეს და მოსწავლეებს ცხოვრებაში ახალი ეტაპის დაწყებას ულოცავდნენ.
წელს სკოლა ოთხმა გოგონამ და ოთხმა ბიჭმა დაასრულა. მათი მთავარი ამოცანა კი ამ ეტაპზე გამოცდების ჩაბარება და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელებაა.
„ბოლო ზარი“ ტრადიციულად პირველკლასელებისთვის საჩუქრების გადაცემით დასრულდა.
რაიდო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები