ქუთაისში 67 წლის ქალი საკუთარმა დამ მოკლა
ქუთაისში 67 წლის ქალი საკუთარმა დამ მოკლა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა.

გარდაცვლილი მეუღლესთან, შვილთან და დასთან ერთად ცხოვრობდა.

შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით 11 პრიმა 108-ე მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები