თბილისის ცენტრალურ უბნებში ქვეითი პატრული იმუშავებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საპატრულო პოლიციის რეფორმის ახალი ეტაპის ფარგლებში, დღეიდან თბილისის ცენტრალურ და აქტიურ უბნებში პოლიციის დეპარტამენტის ქვეითი პატრულის კორპუსი ამოქმედდა, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეებისა და ტურისტების უსაფრთხოების, დაცულობისა და კომფორტის შექმნა.

შსს-ს ცნობით, ქვეით პატრულს გააჩნია თანამედროვე საპოლიციო აღჭურვილობა, მათ შორის, უახლესი თაობის სამხრე ვიდეოკამერები. ქვეითი პატრულ-ინსპექტორები დღე-ღამის ყველაზე აქტიურ მონაკვეთში, წინასწარ განსაზღვრულ ტერიტორიებზე განახორციელებენ პატრულირებას

წყარო: ნეთგაზეთი
Print