საქართველოში აივ/შიდსის შემთხვევათა რიცხვი გაიზარდა
2018 წლის 20 მაისის მონაცემებით, საქართველოში აივ/შიდსის 270 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის სტატისტიკაშია აღნიშნული, რომელიც 20 მაისს გამოქვეყნდა. ახალ შემთხვევათა რაოდენობა გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 30-ით მეტია.

ცენტრის სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში აივ/შიდსის შემთხვევათა მაჩვენებელი გაზრდილია და 7032-ს შეადგენს. აქედან 5248 მამაკაცი, 1764 კი – ქალია. უშუალოდ შიდსი 3 772 პაციენტს განუვითარდა, 1 440 ადამიანი კი გარდაიცვალა.

ჯანმრთელობის მსოფილო ორგანიზაციის და ადგილობრივ ექსპერტთა ვარაუდით, დღეს საქართველოში აივ/შიდსის შემთხვევათა რაოდენობა აღრიცხულზე ბევრად მეტია და რეალურად 11 000-ს შეადგენს.

შიდსის ცენტრის მონაცემებით, რომელიც გადაცემის გზების მიხედვით აივ ინფიცირებულთა განაწილებას ასახავს, ყველაზე მეტი – 45.4% ჰეტეროსექსუალურ კონტაქტზე მოდის. ინექციური ნარკომანიით აღრიცხულთა 41.3% დაინფიცირდა, 10% კი – ჰომო/ბი-სექსუალური კონტაქტით. 1.4% ვერტიკალური გზით(დედისგან მუცლადყოფნის პერიოდში) დაინფიცირდა, 0.5% კი – სისხლის გადასხმით.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები