იანვრიდან აპრილის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით, ნარკოტიკებით, ჰალუცინოგენებით და ოპიოიდებით მოწამვლის შედეგად ჰოსპიტალიზაციის 52 შემთხვევა დაფიქსირდა
2018 წლის 1-ლი იანვრიდან აპრილის ჩათვლით, მთელი საქართველოს მასშტაბით, ნარკოტიკებით, ჰალუცინოგენებით მოწამვლის და ოპიოიდების მიღების შედეგად სტაციონარულ დაწესებულებებში ჰოსპიტალიზაციის 52 შემთხვევაა დაფიქსირებული.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს შრომის, ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის პასუხად აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის 1-ლი იანვრიდან აპრილის ჩათვლით, მთელი საქართველოს მასშტაბით, ნარკოტიკებით და ფსიქოდისლეპსიური საშუალებებით (ჰალუცინოგენებით) მოწამვლისა და სტაციონარულ დაწესებულებებში ჰოსპიტალიზაციის 25 შემთხვევაა დაფიქსირებული. მათივე ცნობით, ბოლო 3 თვის განმავლობაში (იანვარი-მარტი) თბილისში ჯამში 21 შემთხვევა დაფიქსირდა. კერძოდ, მათივე ცნობით, იანვარში დაფიქსირებულია 10 შემთხვევა, თებერვალში - 6, მარტში -5, ხოლო აპრილში არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები