მიხეილ ჯანელიძე - რუსეთის ფედერაციის მიერ უპატივცემულობა წარმოადგენს კონფლიქტის მოგვარების ძირითად დაბრკოლებას
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გაერო-ს უშიშროების საბჭოს დებატებში მიიღო მონაწილეობა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, დებატების ფარგლებში სამხედრო კონფლიქტის დროს მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის საკითხები განიხილეს.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საკუთარ გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე და ადგილზე ადამიანის უფლებების დარღვევის მძიმე ფაქტებზე. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარება და მისგან გამომდინარე ჰუმანიტარული შედეგების რეგულირება საერთაშორისო სამართალს უნდა ეფუძნებოდეს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მიუხედავად საქართველოს მთავრობის ძალისხმევისა, რუსეთის ფედერაციის მიერ უპატივცემულობა წარმოადგენს კონფლიქტის მოგვარების ძირითად დაბრკოლებას.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები