26 მაისს, „ჯაველინის“ ტანკსაწინააღმდეგო სისტემა და სხვა ტექნიკა მარნეულშიც გამოიფინება
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თავისუფლების მოედანზე სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა მოეწყობა.

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, გამოფენის მნიშვნელოვანი სიახლეა ახლად შეძენილი ტანკსაწინააღმდეგო სისტემა "ჯაველინი". მოედანზე ასევე წარმოდგენილი იქნება: ეჯდერი, GM 403, MaxPro, რაფაელი, დანა, ლარ-160, "ჩინგორი", "დიდგორი", "ლაზიკა", სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა, "ჰამერი", RM-70; GMM-120 თვითმავალი ნაღმტყორცნი.

ამასთან, ფიცის დადებისთვის ემზადება საქართველოს შეიარაღებული ძალების საწყისი-საბრძოლო მომზადების ცენტრის პირადი შემადგენლობა. 26 მაისს 366 რეკრუტი და 123 წვევამდელი სამხედრო ფიცს საზეიმო ვითარებაში დადებს.

სამხედრო ტექნიკა ასევე გამოიფინება შემდეგ ქალაქებში: თელავი, რუსთავი, მარნეული, მცხეთა, გორი, ახალციხე, ქუთაისი, ოზურგეთი, ფოთი, ბათუმი, ზუგდიდი, სენაკი, ამბროლაური და საჩხერე.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები