თეზექენდის მოსახლეობის თქმით, მათ 100 000 ლარიანი დავალიანება არ აქვთ, მაგრამ ამას ვერ ამტკიცებენ
მარნეულის მუნიციპალიტეტში სასმელი წყლის პრობლემა ბევრ სოფელს აქვს. ამ სოფლების სიაში თეზეკენდიც შედის. სოფლის მოსახლეობა სასმელი წყლის პრობლემას თავად უმკლავდება ზოგი ჭას თხრის, ზოგი ახლოს მდებარე არხების წყალს იყენებს, ზოგი კი მეზობელი სოფლებიდან ბოცებით ყიდულობს. აზერ მეხდიევი 25 წელია სოფელში ჩაიხანას ამუშავებს. მას ყოველდღიურად მინიმ 50 ლიტრი სასმელი წყლის მეზობელი სოფლიდან ყიდვა უწევს.

„რაღაც დროის განმავლობაში ხან მოდიოდა და ხან არა. მერე გვითხრეს, რომ დავალიანება გაქვთო, მაგრამ არ ვიცი საედან. ჩვენ ყოველ თვე ვიხდიდით გადასახადს, მაგრამ არ ვიცი ეს ფული სად წავიდა. ეს იყო არაოფიციალური გადახდა, ქვითარს არ გვაძლევდნენ. ახლა სასმელ წყალს ვყიდულობთ. მეზობელ სოფელში 300 მეტრიანი ჭა არის, დაახლოებით 60-61 წელია რაც ეს ჭა მუშაობს, იქედან მოაქვთ წყალი და 40 ლიტრს ერთ ლარად ყიდიან.“ - აზერ მეხდიევი

სოფელს სამელი წყლით „რუსთავწყალი“ ამარაგებდა. 2009 წელს სასმელი წყლის მილები გაიყვანეს და რამდენიმე წელი სტაბილურად აწვდინენ. თუმცა მოსახლეობის თქმით, სოფლის მკვიდრებს დავალეანების გამო წყლის მიწოდება შეუწყდათ. თეზექენდელები ამბობენ, რომ სტაბილურად იხდიდნენ საფასურს და ვერ ხვდებიან თუ სედან გაჩნდა 100 000 ლარიანი დავალიანება. თუმცა ამის დამტკიცება უძნელდებათ, რადგან წყლის ფულს ხელზე იხდიდნენ და სანაცვლოდ დამადასტურებელ საბუთს, ქვითრის სახით, არ იღებდნენ.

„რუსთავწყალმა“ შეაგროვა ფული და ვინც აგროვებდა მან არ მიიტანა ადგილამდე.“
„ფულს აგროვებდნენ, არ მიიტანეს „რუსთავწყლამდე“ და ეს ვალი ახლა ჩვენს კისერზეა.“
„მოვიდნენ ჩვენთან და კვიტანცია მოიტანეს, საბჭოთა დროინდელი. აგროვებდნენ 7-10 ლარს ჩვენგან და მერე გაიქცნენ. რას იზამ? ვისთან მივიდეთ? ვის მივმართოთ? ორ ვერდო წყალს ვყიდულობ, ისიც ხვეწნა მუდარებით 50 თეთრად . ახლა დათვალე ეს ორი ვედრო წყალი რა მიჯდება და რას მშველის რო? მე ამაზე მეტი მჭირდება!“

ჩვენ დავუკავშირდით „რუსთავწყლის“ ოფისს რათა გაგვერკვია თუ რატომ შეუწყდა სასმელი წყლის მიწოდება სოფელ თეზექენდს და რა გახდა დავალიანების დაგროვების მიზეზი. „რუსთავწყლის” წარმომადგენლები ამ საკითხის გარკვევასა და წერილობით პასუხის გაცეას დაგვპირდნენ, რის შემდეგაც რადიო „მარნეულის“ მსმენელთათვის გასაგიბი გახდება სოფელ თეზექენდის მოსახლეობისათვის სასმელი წყლის დავალიანების დაკისრების მიზეზი.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები