მარნეულში კურსდამთავრებულების 70%-მა "კატის" გამოცდები წარმატებით გაიარა
მარნეულის მასშტაბით სკოლის გამოსაშვები გამოცდები მოსწავლეების 70%-მა წარმატებით ჩააბარა.
ამის შესახებ რადიო "მარნეულს" მარნეულის რესურს-ცენტრის დირექტორმა ქენან ომაროვმა გნუცხადა. ქენან ომაროვმა ასევე აღნიშნა, რომ პროცენტულ მაჩვენებელში ცდომილება +-1% შესალებელი. 
მარნეულის რესურს-ცენტრის დირექტორმა ჩვენთან საუბრისას ასევე თქვა, რომ მანრუის 5 საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულების 100%-მა საატესტატო გამოცდები წარმატებით გაიარა.

შეგახსენებთ, რომ მარნეულის მასშტაბით მეთორმეტე კლასი 1075-მა მოსწავლემ დაამთავრა და ყველამ ეგრედწოდებული „კატის“ გამოცდა ჩააბარა.
ქართულენოვანი სკოლის კურსდამთავრებულებმა ოთხი საგანი ქართული, მათემატიკა, ისტორია და უცხო ენას ჩააბარეს.
აზერბაიჯანულენოვანი სკოლის კურსდამთავრებულებმა კი ხუთ საგანი ჩააბარეს, ვინაიდან მე-11 კლასში მათ მხოლოდ ფიზიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში ჰქონდათ გამოცდა.

რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები