ჯიხურის გამყიდველი თავდასმის შემდეგ მკურნალობას საავადმყოფოში აგრძელებს
კვირას, 20 მაისს საღამოს საათებში სადახლოს ავტომაგისტრალზე მდებარე ჯიხურის გამყიდველს ორი უცნობი პირი თავს დაესხა და ჯოხით ფიზიკური დაზიანება მიაყენა.

ჯიხურის გამყიდველი ამჟამად საავადმყოფოში მკურნალობს. ექიმების განცხადებით მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც რადიო „მრანეულს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები და აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს.
რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები