საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებისთვის საქართველოში ცხოვრების ცენზი შესაძლოა გაიზარდოს
საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებისთვის საქართველოში ცხოვრების ცენზი შესაძლოა გაიზარდოს. “მოქალაქეობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, ჩვეულებრივი წესით მოქალაქეობის მინიჭებისას, ხუთწლიანი ცხოვრების ცენზი 10-წლამდე იზრდება. გამარტივებული წესით მოქალაქეობის მინიჭებისას კი, საქართველოში ორწლიანი ცხოვრების ცენზი, შესაძლოა, ხუთ წლამდე გაიზარდოს.

“მოქალაქეობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი ინიცირებისთვის მზად არის. პროექტი პარლამენტს ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.

კანონში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მოამზადა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები