ავტოსაგზაო შემთხვევების გამო 2016 წელს დაიღუპა 17 მოზარდი, მათ
შორის 11 მგზავრი და 6 ქვეითი იყო. 2017 წელს დაიღუპა 23 მოზარდი, მათ
შორის 12 მგზავრი იყო, 11 ქვეითი.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2017 წელს საგზაო შემთხვევების
საერთო რიცხვი 15% -ით შემცირდა თუმცა, სწორედ ამ სტატისტიკის
გათვალისწინებით ითხოვენ სპეციალისტები იმ რეგულაციების დახვეწას,
რომელიც მოზარდების ავტომობილებით გადაადგილებისას მოქმედებს.
ავტომობილების რაოდენობის ზრდასთან ერთად მოძრაობა სულ უფრო
ინტენსიური ხდება. ამ პირობებში ავტომობილით ბავშვების გადაადგილება
განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს. ამ საკითხს მეტი ყურადღება რომ
სჭირდება, ამას მოზარდების დაღუპვის მაჩვენებელიც ადასტურებს.