მარნეულის მერს გენდერული თანასწორობის საბჭოში შესვლა მისი წევრების მაქსიმალური ყურადღების ქვეშ ყოლის გამოც სურს
მარნეულის მერმა თემურ აბაზოვმა მარნეულის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრად გახდომის სურვილი გამოთქვა. ამის შესახებ გაცხადება მარნეულის გენდერული თანასწორობის საბჭოს მეორე სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველმა გენდერულ საკითხებში ია ესებუამ გააკეთა.

როგორც მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა ჩვენთან საუბრისას თქვა, მას საბჭოს წევრად გახდომა იმიტომ სურს, რათა საბჭოს წევრებმა თავიანთი საქმე იმაზე უფრო კარგად გააკეთონ ვიდრე გეგმავდნენ.



დღეს, 29 მაისს მარნეულის გენდერული თანასწორობის საბჭოს რიგით მეორე სხდომა გაიმართა, სადაც მარნეულში მომუშავე არასამთავრობო სექტორისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა მარნეულის გენდერული თანასწორობის საბჭოს სამოქმედო გეგმაში შესატან საკითხებთან დაკავშირებით რეკომენდაციები წარადგინეს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები