კალაძე: მერიამ 10 აპრილიდან დღემდე პარკირების დარღვევებზე 36 816 ჯარიმა გამოწერა
თბილისის მერის კახა კალაძის თქმით,მას შემდეგ რაც თბილისშ პარკირების მოწესრიგება თბილისის მერიას დაევაკლა, 36 816 კარიმა გამოწერეს.

„პარკირების წესების დარღვევაზე გამოწერილია 36 816 ჯარიმა, რაც თანხობრივად 368 160 ლარზე მეტს შეადგენს, ამ ხნის განმავლობაში განხორციელდა 237 ავტომანქანის ევაკუაცია, ხოლო სერვისის მომხმარებლების მხრიდან შესყიდულია 20 800 საშვი და გადახდილია 520 000 ლარი. აქაც გვახსოვს, როგორი დამოკიდებულება იყო. გვეუბნებოდნენ, რომ ქალაქში კოლაფსი იქნებოდა და ჩვენ ვერ განვახორციელებდით პარკირების მენეჯმენტს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ თბილისის პარკირების სისტემის მენეჯმენტი 10 აპრილიდან გადაიბარა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები