თბილისში, სასტუმროს მშენებლობის ადგილზე, კლდე ჩამოიშალა
თბილისში, მთაწმინდაზე, ყიფიანის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობაზე, კლდე ჩამოიშალა. ამ ადგილზე სასტუმრო შენდება, რის გამოც კლდის ნაწილი მოჭრილია. თბილისის მერიის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.



თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, 31 მაისს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე სამშენებლო კომპანიის თანამშრომლები მერიაში დაიბარა. გარდა ამისა, მან თავის მოადგილეს, ილია ელოშვილს დაავალა, შეისწავლოს ყველა ის დოკუმენტაცია, რაც მერიაში იყო წარდგენილი და რა კვლევებს ეფუძნებოდა მშენებლობა, გარდა ამისა, როგორ შესრულდა სამუშაოები.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები