ხორავას ქუჩის საქმეზე შსს-ში მოწმეთა გამოკითხვის პროცესი მიმდინარეობს
ხორავას ქუჩის საქმეზე შსს-ში მოწმეთა გამოკითხვის პროცესი მიმდინარეობს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში მოწმეთა გამოკითხვის პროცესი განახლდა. უწყებაში გამოკითხვაზე თანმხლებ პირებთან ერთად უკვე გამოცხადდა სამი არასრულწლოვანი. მათ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ცნობისთვის, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიება პროკურატურიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში დაბრუნდა. არასრულწლოვანის, ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ-ს სასამართლომ 10 წელი 6 თვე მიუსაჯა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში არასრულწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ გ.ჯ.-ს 9 წელი და 9 თვე მიესაჯა.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, დავით სარალიძე კი ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები