საოკუპაციო ხაზთან დაკავებული თეიმურაზ დუდაშვილი ცხინვალის
იზოლატორიდან გაათავისუფლეს ხურვალეთის მკვიდრი,
58 წლის თეიმურაზ დუდაშვილი ცხინვალის იზოლატორიდან
გაათავისუფლეს.
ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში
განუცხადეს. დუდაშვილი ამჟამად საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების
მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.
58 წლის თეიმურაზ დუდაშვილი რუსმა ოკუპანტებმა 5 ივნისს დააკავეს.