ზაზა სარალიძე - გახარია აუცილებლად უნდა წავიდეს სახლში, ასევე, ვითხოვ თეა წულუკიანის გადადგომას, რადგან შოთაძე ტაშფანდურით გაუშვა
გიორგი გახარია შეუსაბამოა თანამდებობისთვის და ის აუცილებლად უნდა წავიდეს სახლში, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამამ, ზაზა სარალიძემ რუსთაველის გამზირზე ჟურნალისტებს განუცხადა.

"მოთხოვნები აბსოლუტურად იგივე რჩება. მკვლელები, ხელის დამფარებლები უნდა დაისაჯონ. გახარია აუცილებლად უნდა წავიდეს სახლში და მოვიდეს კომპეტენტური მინისტრი, ვინც ბოლომდე მიიყვანს ამ საქმეს", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

სარალიძის თქმით, გიორგი გახარიას საქმე არ დაუძრავს.

"გახარიას არაფერი არ დაუძრავს, რა სისულელეა. ვიღაც მორჩაძე რომ დააკავეს, ამით ცდილობენ მიხეილ კალანდიას ჩვენება "გააპრავონ", თითქოს მიხეილ კალანდიამ ზეწოლის ქვეშ მისცა ის ცრუ ჩვენებები სასამართლოზე, რომ საფუძველი აღარ ჰქონდეთ კალანდიას დაკავების.

ვითხოვ ასევე თეა წულუკიანის გადადგომას იქიდან გამომდინარე, რომ შოთაძე გაუშვა ტაშფანდურით, ტაში დაუკრა, მაგარი კაცი ყოფილაო. გუშინ კომენტარიც წავიკითხე, არ უნდა გადამდგარიყოო. ვინმეს სჯერა, რომ შოთაძემ არ იცოდა ამბავი და ეს საქმე როგორ იკერებოდა?", - განაცხადა სარალიძემ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები