მალხაზ მაჩალიკაშვილი - როგორც კი რამადანის თვე ჩაივლის, პანკისში აქციები დაიწყება
როგორც კი რამადანის თვე ჩაივლის, პანკისში აქციები დაიწყება, - ამის შესახებ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა რუსთაველის გამზირზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მას ასევე აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრი საქმის გამოძიებას დაპირდა, თუმცა აცხადებს, რომ „პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიაში თემირლანის სახელს საერთოდ არ ახსენებენ“.

"ყველა ჩემი მოთხოვნა იყო გაჟღერებული პრემიერთან. ვითხოვთ, აღიაროს სახელმწიფომ დანაშაული, აღიარონ თემირლანის უდანაშაულობა. თემირლანი მოკლეს, ამას ვერსად გავექცევით, ეს არის რეალობა. ჩემთან ჩაიდინეს ტერორისტული აქტი. მე არ ვარ ტერორისტი, ისინი არიან ტერორისტები. პანკისში დაიწყება აქციები, როგორც კი ჩაივლის რამადანის თვე ", - განაცხადა მაჩალიკაშვილმა და აღნიშნა, რომ აქციები თბილისშიც გაგრძელდება.

მისივე თქმით, სიმართლის გასარკვევად ერთი გზა დარჩათ - ქუჩაში დგომა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები