112 ხარვეზებით მუშაობს, მოგვწერეთ ფეისბუკზე – შსს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ 112-ში, პროგრამული ხარვეზის გამო, ზარების მიღება დროებით შეფერხებულია.

შსს მოსახლეობას მოუწოდებს, გადაუდებელი შემთხვევისას, 112-ის ფეისბუკის გვერდზე მისწერონ, პირადი შეტყობინების სახით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 112-ის პროგრამისტთა ჯგუფი ინტენსიურად მუშაობს პრობლემის აღმოსაფხვრელად და აღნიშნული ხარვეზი უმოკლეს დროში გამოსწორდება: “ბოდიშს გიხდით შექმნილი ვითარებისთვის.”

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები