საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გადაუდებელი
დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ 112-ში, პროგრამული ხარვეზის
გამო, ზარების მიღება დროებით შეფერხებულია.
შსს მოსახლეობას მოუწოდებს, გადაუდებელი შემთხვევისას,
112-ის ფეისბუკის
გვერდზე მისწერონ, პირადი შეტყობინების სახით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 112-ის პროგრამისტთა ჯგუფი
ინტენსიურად მუშაობს პრობლემის აღმოსაფხვრელად და აღნიშნული ხარვეზი
უმოკლეს დროში გამოსწორდება:
“ბოდიშს გიხდით შექმნილი
ვითარებისთვის.”