სიახლე
ინგოროყვას კლინიკამ ენმ-ს წევრთან ინციდენტის გამო, ექიმი სამსახურიდან გაუშვა
ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკამ ექიმი, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრის ნინო კვიტაიშვილის თქმით არაეთიკურად მოექცა, სამსახურიდან გაუშვა. კლინიკის დირექტორის გიორგი ინგოროყვას განცხადებით, ექიმის მურთაზ მამაგეიშვილის სამსახურიდან გაშვების მიზეზი, მისი მხრიდან სამედიცინო ეთიკური ნორმების დარღვევა გახდა.

შემთხვევა გუშინ, 11 ივნისს მოხდა. როგორც ნინო კვიტაიშვილმა “ნეტგაზეთს” უთხრა, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მსუბუქად დაშავდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ ის ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანა. როგორც ნინო კვიტაიშვილი ამბობს, ექიმმა მას უთხრა, რომ “მეტის ღირსი იყო”. პარტიის წევრის თქმით, ინგოროყვას ექიმმა ეს ფრაზა მას შემდეგ უთხრა, რაც გაიგო რომ “ნაციონალური მოძრაობის წევრი” იყო.

11 ივნისს, მას შემდეგ, რაც პოლიციამ რუსთაველის გმაზირზე ზაზა სარალიძის მხარდამჭერთა კარვები გზის სავალი ნაწილიდან ტროტუარზზე დააბრუნა, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. სწორედ ამ დროს მსუბუქად დაშავდა ნინო კვიტაიშვილი.

| Print |
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშთან, ორი ავტომობილის შედახების
შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა ხოლო დაშავდა 4 პირი, რომლებიც
ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში არიან მოთავსებულები.
14:39 / 11.12.2018
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშთან, ორი ავტომობილის შედახების შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა ხოლო დაშავდა 4 პირი, რომლებიც ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში არიან მოთავსებულები.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო
სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო
დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, გატარებული
ოპერატიულ-სამძებრო
14:03 / 11.12.2018
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო
თბილისში, დიდუბის მეტროსთან, HONDA-ს მარკის ავტომობილმა, 6
ავტომობილი დააზიანა.
13:31 / 11.12.2018
თბილისში, დიდუბის მეტროსთან, HONDA-ს მარკის ავტომობილმა, 6 ავტომობილი დააზიანა.
სისხლიანი გარჩევა რესტორან წისქვილში -
დაშავებული მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნებიდან ერთის მდგომარეობა
უმძიმესია.
13:17 / 11.12.2018
სისხლიანი გარჩევა რესტორან წისქვილში - დაშავებული მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნებიდან ერთის მდგომარეობა უმძიმესია.
მესაფლავეები, რომლებმაც საფლავის გათხრის დროს
ისტორიულ მონეტებს მიაკვლიეს, პასუხისგებაში მიეცნენ.
12:55 / 11.12.2018
მესაფლავეები, რომლებმაც საფლავის გათხრის დროს ისტორიულ მონეტებს მიაკვლიეს, პასუხისგებაში მიეცნენ.
12:38 / 11.12.2018
"ნაციონალური მოძრაობის" ბოლნისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე სამირა ისმაილოვა რუსთავის პროკურატურაში გამოკითხეს.
კიევში ყაჩაღობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეები დააკავეს.
12:35 / 11.12.2018
კიევში ყაჩაღობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეები დააკავეს.
ყოფილი პრემიერ-მინისტრის და პარტია “ქართული
ოცნების” თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის დედა, ციცინო ივანიშვილი 96
წლის ასაკში გარდაიცვალა.
12:10 / 11.12.2018

ყოფილი პრემიერ-მინისტრის და პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის დედა, ციცინო ივანიშვილი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა.