სიახლე
აზერ სულეიმანოვი მარნეულელი მოქალაქის ცემაშია ბრალდებული
საქართველოს პროკურატურის ცნობით, მარნეულელი მოქალაქის ცემაში საქართველოს პარლამენტის წევრი აზერ სულეიმანოვია ბრალდებნული.
ასევე, მოქალაქის ცემაში ბრალდებულია მარნეულის დეპუტატი რამინ ალახვერდიევი და მარნეულის მერის ნათესავი ე. გ.

საქართველოს პარლამენტის წევრის აზერ სულეიმანოვის მიმართ გამოტანილი იქნა დადგენილება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, რომელიც წარედგინება საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესებისა და ვადების დაცვით. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით.

ამავე საქმეზე მარნეულის მერი თემურ აბაზოვია დაკავებული, მას არაადამიანურ მოპყრობაში ედება ბრალად.

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებაში წერია, რომ საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 10 ივნისს, ელჩინ ალახვერდიევი იმყოფებოდა ქ. თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, სადაც მარნეულის მუნიციპალიტეტის მერზე, თემურ აბაზოვზე განაწყენებულმა, სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ მეშვეობით განახორციელა პირდაპირი ვიდეოჩართვა, რა დროსაც, თემურ აბაზოვის მეუღლეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. იმავე დღეს, ღამის საათებში, მას დაუკავშირდა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რაგიმ ასკეროვი, რომელმაც სთხოვა შეხვედრა.

რაგიმ ასკეროვმა ელჩინ ალახვერდიევს შეხვედრა "ენმ"-ს მარნეულის ოფისში სთხოვა, სადადაც ასევე იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აზერ სულეიმანოვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, პარტია „ქართული ოცნებიდან“ რამინ ალახვერდიევი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის ნათესავი ე.გ და სხვა პირები. პარლამენტის წევრმა აზერ სულეიმანოვმა ელჩინ ალახვერდიევს მოსთხოვა აეხსნა, ვისი დავალებით განახორციელა სოციალური ქსელის პირდაპირ ეთერში ზემოაღნიშნული ვიდეოჩართვა, რის შემდეგაც აზერ სულეიმანოვმა, რამინ ალახვერდიევმა და მოქალაქე ე.გ-მ ელჩინ ალახვერდიევს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა.

"აღნიშნულის შემდეგ, ელჩინ ალახვერდიევი მარნეულის საკრებულოს წევრებმა ჯეიხუნ ჩოიდაროვმა და რამინ ალახვერდიევმა წაიყვანეს ქ.მარნეულში, ე.წ. "ჟეჟებეს" რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მათ ელოდებოდა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი. მისვლისთანავე თემურ აბაზოვმა ელჩინ ალახვერდიევს შეაფურთხა სახეში და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, შემდეგ აიძულა ჩართულიყო ფეისბუქის პირდაპირ ეთერში, მოეხადა ბოდიში და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიეყენებინა საკუთარი ცოლისთვის, ბოლოს კი მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა თემურ აბაზოვმა ძალადობით, ღირსების შელახვის მუქარით, ელჩინ ალახვერდიევი აიძულა მოეშარდა ჭიქაში და შარდით მოებანა სახე." - წერია პროკურატურის განცხადებაში

რადიო "მარნეუი"
| Print |
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვკაში,
გარდაცვლილი ქალი მეზობლებმა იპოვეს.
16:02 / 15.12.2018
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვკაში, გარდაცვლილი ქალი მეზობლებმა იპოვეს.



5
წლის რუგაია კარახმაზლი უკვე ორი წელია, რაც მოდით არის
დაკავებული.
22:46 / 14.12.2018
5 წლის რუგაია კარახმაზლი უკვე ორი წელია, რაც მოდით არის დაკავებული.
მარნეულის ბაგა ბაღების გაერთიანება საბავშვო ბაღის
აღსაზრდელებს საახალწლოდ სიმბოლურ საჩუქრებს გადასცემს.
17:00 / 14.12.2018
მარნეულის ბაგა ბაღების გაერთიანება საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს საახალწლოდ სიმბოლურ საჩუქრებს გადასცემს.
„დისკრიმინაცია და არა სიძულვილის ენას“ - ამ
თემაზე დღეს, 14 დეკემბერს, მარნეულში შეხვედრა გაიმართა ევროსაბჭოს
საქართველოს წარმომადგენლობის ინიციატივით და სახალხო დამცველის ქვემო
ქართლის ოფისის ორგანიზებით.
16:52 / 14.12.2018
„დისკრიმინაცია და არა სიძულვილის ენას“ - ამ თემაზე დღეს, 14 დეკემბერს, მარნეულში შეხვედრა გაიმართა ევროსაბჭოს საქართველოს წარმომადგენლობის ინიციატივით და სახალხო დამცველის ქვემო ქართლის ოფისის ორგანიზებით.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ ის უცხოელი
სტუმრები დაასახელა, რომლებიც საქართველოს მეხუთე პრეზიდენეტის სალომე
ზურაბიშვილის ინაუგურაციას დაესწრებიან
16:34 / 14.12.2018
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ ის უცხოელი სტუმრები დაასახელა, რომლებიც საქართველოს მეხუთე პრეზიდენეტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას დაესწრებიან
მარნეულის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის
განხილვა გადაიდო. ამის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ მაშინ გავრცლდა,
როდესაც ჟურნალისტები და მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საბირქენდის
მოსწავლეები მასწავლებელთან ერთად დასასწრებად
მივიდნენ.
16:09 / 14.12.2018
მარნეულის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის განხილვა გადაიდო. ამის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ მაშინ გავრცლდა, როდესაც ჟურნალისტები და მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საბირქენდის მოსწავლეები მასწავლებელთან ერთად დასასწრებად მივიდნენ.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აღმამედლოში ავტოსაგზაო შემთხვევა
მოხდა
14:21 / 14.12.2018
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აღმამედლოში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა
თბილისში,
14:07 / 14.12.2018
თბილისში, "ნაციონალური მოძრაობის" ოფიში დამხარების სათხოვნელად მისული ქალი გარდაიცვალა