სიახლე
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით საგარეჯოს საკრებულოს წევრი და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი კონსტანტინე ღ. და სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომელი გელა მ. დააკავეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულმა პირებმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმის ტერიტორიაზე მდებარე სახელმწიფოს კუთვნილი 14 ჰექტარი მიწის და მასზე არსებული ტბის გრძელვადიანი იჯარით გადაცემაში დახმარების სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს 280 000 აშშ დოლარი.

საგამოძიებო უწყების ცნობით, სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა კონსტანტინე ღ. და გელა მ. მოთხოვნილი ქრთამის ნაწილის - 30 000 აშშ დოლარის აღების ფაქტზე დააკავეს.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

| Print |
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
საქართველოს ყველა მარკეტში, სადაც თამბაქო იყიდება, სიგარეტის ფასები
10 და 20 თეთრით გაიზარდა.
17:18 / 16.10.2018
საქართველოს ყველა მარკეტში, სადაც თამბაქო იყიდება, სიგარეტის ფასები 10 და 20 თეთრით გაიზარდა.
საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს დღეს გამართულ
პრესკონფერენციაზე დაუსვეს კითხვა იმის შესახებ,
17:16 / 16.10.2018
საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დაუსვეს კითხვა იმის შესახებ,
ხონში „ევროპული საქართველოს
15:23 / 16.10.2018
ხონში „ევროპული საქართველოს" ოფისი გაძარცვეს. როგორც შტაბის უფროსმა დავით ჭავჭანიძემ განაცხადა,
საქართველოს მთავარი პროკურატურა აუდიოჩანაწერს ავრცელებს, რომელშიც
უწყების რწმუნებით,
15:19 / 16.10.2018
საქართველოს მთავარი პროკურატურა აუდიოჩანაწერს ავრცელებს, რომელშიც უწყების რწმუნებით,
რუსთავში სუიციდის ფაქტი დაფიქსირდა , დღეს დილით კულტურისა და
დასვენების პარკში 25 წლამდე მამაკაცმა ხეზე თავი ჩამოიხრჩო.
15:18 / 16.10.2018
რუსთავში სუიციდის ფაქტი დაფიქსირდა , დღეს დილით კულტურისა და დასვენების პარკში 25 წლამდე მამაკაცმა ხეზე თავი ჩამოიხრჩო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2018 წელს კიბერდანაშაულის
რაოდენობა გაორმაგდა.
15:15 / 16.10.2018
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2018 წელს კიბერდანაშაულის რაოდენობა გაორმაგდა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური სახელმწიფო ვალის პორტფელის
ფორმირებისას სავალუტო რისკებზე მიუთითებს.
15:12 / 16.10.2018
სახელმწიფო აუდიტის სამსახური სახელმწიფო ვალის პორტფელის ფორმირებისას სავალუტო რისკებზე მიუთითებს.
საინვესტიციო პროექტებზე გათვალისწინებული ფულის აუთვისებლობის გამო,
ბიუჯეტს ჯარიმის გადახდა მოუწია.
15:06 / 16.10.2018
საინვესტიციო პროექტებზე გათვალისწინებული ფულის აუთვისებლობის გამო, ბიუჯეტს ჯარიმის გადახდა მოუწია.
პოპულარული სიახლეები
ჩვენ ფეისბუქზე :)
პოპულარული ფიქსირებული დღეებით