სიახლე
საქართველოს რკინიგზა და ,,დოიჩე ბანი“ ოფიციალური პარტნიორები გახდნენ
საქართველოს რკინიგზა და ,,დოიჩე ბანი“ თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადადიან. საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა, დავით ფერაძემ და ,,დოიჩე ბანის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა ლოჯისტიკისა და სატვირთო გადაზიდვების სფეროში, ალექსანდერ დოლმა ბერლინში, ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომელიც რკინიგზის სატვირთო სექტორში ერთობლივი პროექტების განვითარებას გულისხმობს.

შეთანხმების თანახმად, საქართველოს რკინიგზა და ,,დოიჩე ბანი’’ იწყებენ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც ევროპისა და აზიის მულტიმოდალური სატრანსპორტო კორიდორების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

,,ეს სტრატეგიული ალიანსი ორმხრივად სასარგებლო და ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს რკინიგზასთან მჭიდრო კავშირების შენარჩუნება დაგვეხმარება კიდევ უფრო გავზარდოთ ჩვენი ბიზნესი, რომელიც გვაახლოვებს აზიურ ბაზართან და გვიქმნის ახალ შესაძლებლობებს.“ – აცხადებს მისტერ დოლი.

,,მოგეხსენებათ, რომ საქართველოს რკინიგზა აქტიურად არის ჩართული ევროპა-აზიის დერეფნების განვითარებაში. აქედან გამომდინარე, სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, ჩვენ, ,,დოიჩე ბანთან“ ერთად შევძლებთ მულტიმოდალური გადაზიდვების განვითარებას და ერთობლივი პროექტების შეთავაზებას, რაც სარგებლის მომტანი იქნება, საქართველოს ლოჯისტიკური ბაზრის კონკურენტუნარიანობის გაზრდისთვის.“ – განმარტავს დავით ფერაძე.

საქართველოს რკინიგზამ ,,დოიჩე ბანის“ სახით, რომელიც ევროპაში ყველაზე მსხვილი სატრანსპორტო კომპანიაა, საიმედო და ძლიერი ბიზნეს პარტნიორი შეიძინა. პარტნიორობის ფარგლებში, საქართველოს რკინიგზა კონსტანციდან, საქართველოსა და აზერბაიჯანის გავლით, ახლო აღმოსავლეთისა და ინდოეთის მიმართულებაზე, ასევე კასპიის ზღვის გავლით, აღმოსავლეთ აზიის მიმართულებით, სატვირთო გადაზიდვების ორგანიზებაზე იქნება პასუხისმგებელი. ,,დოიჩე ბანი“ კი თავის მხრივ, ევროკავშირის ტერიტორიაზე სამანქანო-სარკინიგზო სატვირთო გადაზიდვებზე იღებს პასუხისმგებლობას. მულტიმოდალურ გადაზიდვებს ,,დოიჩე ბანის“ შვილობილი კომპანია ,,დიბი შენკერი’’ განახორციელებს.

პარტნიორობის ახალი ეტაპი ხელს შეუწყობს კომპანიებს შორის თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში, მათ შორის რესურსების გაცვლას ცოდნის, გამოცდილების, ინფორმაციისა და დასაქმებულების კუთხით.

საქართველოს რკინიგზისა და ,,დოიჩე ბანის’’ პარტნიორობა აზიასა და ევროპას შორის სარკინიგზო-სატვირთო ბაზრის განვითარების თვალსაჩინო მაგალითია.

| Print |
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
გარდაბნის მერი რამაზ ბუდაღაშვილი 18 წელი სტუდენტი იყო. ამის
შესახებ
15:06 / 20.07.2018

გარდაბნის მერი რამაზ ბუდაღაშვილი 18 წელი სტუდენტი იყო. ამის შესახებ "ინფო რუსთავი" წერს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ორი
მეწარმე ჩინური წარმოების
14:58 / 20.07.2018
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ორი მეწარმე ჩინური წარმოების
ევროპული საქართველო 21 ივლისს პრეზიდენტობის კანდიდატს დაასახელებს.
14:56 / 20.07.2018
ევროპული საქართველო 21 ივლისს პრეზიდენტობის კანდიდატს დაასახელებს.
თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას
“თბილსერვისის“ თანამშრომლის სიცოცხლე ემსხვერპლა.
14:30 / 20.07.2018
თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას “თბილსერვისის“ თანამშრომლის სიცოცხლე ემსხვერპლა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრს,
მიხეილ ბატიაშვილს შვიდი მოადგილე ეყოლება.
14:26 / 19.07.2018
საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრს, მიხეილ ბატიაშვილს შვიდი მოადგილე ეყოლება.
თურქეთში 2016 წლის 15 ივლისის გადატრიალების მცდელობისას
გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა ორი წლის შემდეგ ხელისუფლებამ
გააუქმა,
14:24 / 19.07.2018
თურქეთში 2016 წლის 15 ივლისის გადატრიალების მცდელობისას გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა ორი წლის შემდეგ ხელისუფლებამ გააუქმა,
გრიგოლ ვაშაძე საქართველოს შემდეგი პრეზიდენტია. ამაში დარწმუნებული
ვარ, რადგან არსებული რეალობის გათვალისწინებით, არც ოპოზიციას და მით
უფრო, ვითომ ხელისუფლებას არ შეუძლიათ მიახლოებითაც კი ამ კალიბრის და
დამსახურებების კანდიდატის დასახელება,
14:22 / 19.07.2018
გრიგოლ ვაშაძე საქართველოს შემდეგი პრეზიდენტია. ამაში დარწმუნებული ვარ, რადგან არსებული რეალობის გათვალისწინებით, არც ოპოზიციას და მით უფრო, ვითომ ხელისუფლებას არ შეუძლიათ მიახლოებითაც კი ამ კალიბრის და დამსახურებების კანდიდატის დასახელება,
პოპულარული სიახლეები
ჩვენ ფეისბუქზე :)
პოპულარული ფიქსირებული დღეებით