სიახლე
გიორგი მარგველაშვილი - ბიძინა ივანიშვილი, როგორც მმართველი პარტიის ლიდერი, უნდა გახდეს პრემიერ-მინისტრი
ბიძინა ივანიშვილი, როგორც მმართველი პარტიის ლიდერი, უნდა გახდეს პრემიერ-მინისტრი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბათუმში, კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა“ განაცხადა.

როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, უნდა დასრულდეს საქართველოში პროცესი, როცა საზოგადეობამ არ იცის, ვინ და რატომ ხსნის პრემიერ-მინისტრებს.
„გუშინდელი გადადგომის მოხსენება სწორედაც, რომ ჩვენი ევროპული, გამჭვირვალე და საზოგადოებისთვის გასაგები პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი უნდა გახდეს. გუშინ, ბატონი პრემიერი წავიდა თანამდებობიდან და მან თქვა, რომ პარტიის თავმჯდომარეს, ანუ ბიძინა ივანიშვილს უნდა მისცეს შესაძლებლობა დააკომპლექტოს ახალი მთავრობა. მე მიმაჩნია, რომ ეს პროცესები ბევრად უფრო გასაგები, განჭვრეტადი და გააზრებული უნდა იყოს საზოგადოების მიერ. მიმაჩნია, რომ საზოგადოებისთვის გასაგები უნდა იყოს ვინ, რატომ, უცებ თანამდებობიდან მიდიან პრემიერ-მინისტრები, რომლებიც არიან წარმატებული პრემიერ-მინისტრები, ისევე, როგორც წინა პრემიერ-მინისტრის ბატონი ღარიბაშვილის წასვლის დროს ჩვენ მოვისმინეთ, რომ წარმატებული პრემიერ-მინისტრია.

რატომ მიდიან თანამდებობიდან წარმატებული პრემიერ-მინისტრები, რა არის ამის უკან მდგარი არგუმენტი?! რა პრინციპით და რა კრიტერიუმებით შეირჩევიან ახალი პრემიერ-მინისტრები?! მიმაჩნია, რომ ეს მასკარადის პერიოდი, როცა უცებ ირჩევიან პრემიერ-მინისტრები, რა პრინციპით - ეს საზოგადოებისთვის და ჩვენი უცხოელი პარტნიორებისთვის გაუგებარია, ეს უნდა დამთავრდეს. თუ ევროპულ არჩევანზე და ევროპული სახელმწიფოს ფორმირებაზე ვამბობთ, მარტივად მოგახსენებთ, იქ პრემიერ-მინისტრები არიან მმართველი პარტიის ლიდერები. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილი, როგორც მმართველი პარტიის ლიდერი, უნდა გახდეს პრემიერ-მინისტრი თუ ჩვენ ვლაპარაკობთ პასუხისმგებლიან პოლიტიკაზე და ისეთი სახელმწიფო პროცესის ფორმირებაზე, რომელიც სახელმწიფოსთვის და საზოგადოებისთვის გასაგებია. თუ ჩვენ ვლაპარაკობთ ისეთი პრემიერ-მინისტრის დანიშვნაზე და არჩევაზე, რომლის მიმართაც არ გაჩნდება კითხვები. ეს არის რეალობა, რომელშიც ვდგავართ და ასე ფორმირდება ევროპული პოლიტიკური კულტურა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ დღეს ჩვენ საქართველოს ევროპულ გზასთან ვერთიანდებით, ვმსჯელობთ და განვიხილავთ. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ რაღაცნაირად ამ პროცესის დასასრული უნდა იყოს ეს, როდესაც არ ვიცით ვინ, რა პრინციპით ხსნის პრემიერ-მინისტრებს, რა პრინციპით არჩევს პრემიერ-მინისტრებს“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა მოუწოდა პოლიტიკურ ძალებს პრემიერ-მინისტრად ბიძინა ივანიშვილი დაასახელონ.

„მოვუწოდებ საქართველოში პასუხისმგებლიან პოლიტიკურ ძალებს, აიღონ პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, მათ შორის, მმართველ პარტიას ყველაზე მეტად და დაასახელონ პრემიერ-მინისტრად ის ადამიანი, რომელიც არის პარტიის ლიდერი, რომელთანაც მე მიმუშავია, როგორც პრემიერ-მინისტრთან და შემიძლია ვთქვა, რომ ის კარგი პრემიერ-მინისტრი იყო. ბიძინა ივანიშვილთან ვმუშაობდი მე როგორც მინისტრი და თანამშრომლობა ძალიან კარგი, საინტერესო და ეფექტური იყო, მაგრამ ეს მასკარადი, როდესაც ინიშნებიან ადამიანები და რეალურად გადაწყვეტილების მიმღები თურმე არის პარტია და ეს არ გამოიხატება რეალურ ცხოვრებაში, ჩემი აზრით, ავნებს საქართველოს, ავნებს საქართველოს ევროპულ არჩევანს და ავნებს საქართველოს სტაბილურობას“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

| Print |
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
შსს-ს თანამშრომლებმა, ჩატარებული
ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი
შეთანხმებით ჯგუფის მიერ 7 ძროხის ქურდობის ფაქტი გახსნეს.
19:01 / 19.01.2019
შსს-ს თანამშრომლებმა, ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ 7 ძროხის ქურდობის ფაქტი გახსნეს.
„ყაზტრანსგაზის“ დაკავებული თანამშრომლები
წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, – ამის შესახებ პირველი
არხის ჟურნალისტი იუწყება.
18:55 / 19.01.2019
„ყაზტრანსგაზის“ დაკავებული თანამშრომლები წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული
საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის საარჩევნო ხმოვანი
შეტყობინების გავრცელებაზე 132 ათასი ლარი დაიხარჯა.
18:48 / 19.01.2019
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის საარჩევნო ხმოვანი შეტყობინების გავრცელებაზე 132 ათასი ლარი დაიხარჯა.
საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“,
არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით
შემოტანის მცდელობის 2 ფაქტი აღიკვეთა.
18:35 / 19.01.2019
საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის 2 ფაქტი აღიკვეთა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, პროკურატურასთან ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო
ღონისძიებების შედეგად, დიდ დიღომში,
16:02 / 18.01.2019
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პროკურატურასთან ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დიდ დიღომში,
მასწავლებლებისთვის კრედიტქულების დაგროვება გაუქმდება, – ამის
შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა
ბერიკა შუკაკიძემ განათლების ახალი რეფორმის პრეზენტაციის ფარგლებში
განაცხადა.
15:54 / 18.01.2019
მასწავლებლებისთვის კრედიტქულების დაგროვება გაუქმდება, – ამის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა ბერიკა შუკაკიძემ განათლების ახალი რეფორმის პრეზენტაციის ფარგლებში განაცხადა.
კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ 2019 წლის 16 იანვარს, თბილისში, დიდ
დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას
ავრცელებს.
14:24 / 18.01.2019
კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ 2019 წლის 16 იანვარს, თბილისში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

წითელას ვაქცინაცია საქართველოს ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება.
14:14 / 18.01.2019

წითელას ვაქცინაცია საქართველოს ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება.