ბათუმში 4 წლის ბავშვის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
ბათუმში 4 წლის ბავშვის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილის მიმდებარე დასახლებაში მცირეწლოვანი ოჯახის ახლობელმა მოკლა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობას გულისხმობს. 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები