მიწისძვრა იაპონიაში – გარდაცვლილია 3, დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი
ქალაქ ოსაკაში, იაპონიაში მიწისძვრის შედეგად 3 ადამიანი, მათ შორის 9 წლის ბავშვი, გარდაიცვალა და 200-ზე მეტი დაშავდა. ძლიერმა მიწისძვრამ დააზიანა სარკინიგზო გზები, ხოლო აეროპორტები რამდემინე საათით დაიხურა. ამის შესახებ BBC წერს.

6.1 მაგნიტუდის სიმძლავის მიწისძვრას ცუნამი არ გამოუწვევია და არ დაუზიანებია ახლომდებარე ატომური ელექტროსადგურები.

მიწისძვრა ორშაბათს, ადგილობრივი დროის 08:00 საათზე (თბილისის დროით ღამის სამ საათზე) ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში დაფიქსირდა. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, 9 წლის ბავშვი სკოლაში, კედლის ნგრევის შედეგად გარდაიცვალა. რაც შეეხება დანარჩენ ორ პირს, ერთ-ერთი მათგანი საკუთარ სახლში კარადის ქვეშ მოყვა, ხოლო მეორე კედლის ჩამონგრევას ემსხვერპლა.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები