14 სამინისტრო 11-მდე შემცირდება – ბახტაძე
პრემიერობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ დღეს მომავალი მთავრობის განახლებული შემადგენლობა არ წარადგინა.
ბახტაძის განმარტებით, მისი სამთავრობო პროგრამა, რომელიც უკვე მზად არის, 14 სამინისტროს 11-მდე შემცირებას ითვალისწინებს, თუმცა დღეს არსებული კანონმდბელობიდან გამომდინარე მინისტრობის 11 კანდიდატს ვერ დაასახელებდა, რადგან სამინისტროების შემცირებას შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები ესაჭიროება.

ამიტომ, ბახტაძის თქმით, მთავრობის დღეს არსებული შემადგენლობა ფორმალურად უცვლელი რჩება, მას შემდეგ კი რაც ის ნდობას მოიპოვებს, ისინი პარლამენტში ახალი საკანონმდებლო წინადადებებით წარსდგებიან და სამინისტროების შემცირებას მოითხოვენ, ამის შემდეგ კი, ბახტაძის თქმით, ის მთავრობის ახალ შემადგენლობას დაასახელებს. ბახტაძის თქმით, მომავლ მთავრობაში ახალი სახეები აუცილებლად იქნებიან. ახალი მინისტრების ვინაობას ბახტაძის ვარაუდით საზოგადოება დაახლოებით 2-3 კვირაში გაიგებს.

მამუკა ბახტაძე პრემიერ-მინისტრობის თანამდებობაზე გიორგი კვირიკაშილს ცვლის, რომელიც გასულ კვირაში გადადგა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები