გახარია: 13 200 პოლიციელს ხელფასი 250 ლარით ეზრდება
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას თქმით, 1 ივლისიდან ქვეყანაში 13 200 პოლიციელს ხელფასი 250 ლარით გაეზრდება. ეს განცხადება გახარიამ პარლამენტში, კომიტეტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა:

“ჩვენ კარგად გვესმის რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული პოლიციელის სოციალური უზრუნველყოფის და სოციალური გარანტიების კომპონენტი. ამიტომ დღეს შემიძლია გითხრათ, 1 ივლისიდან 13 200 პოლიციელს ხელფასი გაეზრდება 250 ლარით. ეს არის ის მინიმუმი, რაც ჩვენ შეგვეძლო და გავაკეთეთ დღეს. ყველა ის ნაბიჯი, რაზეც ჩვენ დღეს ვსაუბრობთ, დიდწილად არის იმ საბიუჯეტო ეკონომიების ხარჯზე გაკეთებული, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ ამ 6-7 თვის განმავლობაში” – თქვა გიორგი გახარიამ.

წყარო: ნეთგაზეთი
Print