შესაძლოა ადგილობრივი წარმოების რძის პროდუქტები და წამლები დღგ-სგან ნაწილობრივ გათავისუფლდეს
შესაძლოა ქართული წარმოების რძე და რძის ნაწარმი დამატებითი ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლდეს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, მამუკა ბახტაძის სამთავრობო პროგრამაში წერია. პროგრამის მიხედვით, დღგ-გან გათავისუფლდება ფარმაცევტული საწარმოს მიერ წარმოებული ფარმაცევტული პროდუქციის მიწოდება.

პროგრამის მიხედვით, ეს პროდუქტები დღგ-სგან ჩათვლის უფლებით თავისუფლდება. რაც გულისხმობს იმას, რომ პროდუქტის წარმოებისათვის დაკავშირებულ ხარჯებზე (იგულისხმება A პროდუქტის შეძენა რომლის გადამუშავების შედეგად მიიღება B პროდუქტი) პირები დღგ-ს გადაიხდიან. ხოლო უკვე დამზადებულ პროდუქტის რეალიზაცია დღგ-თი არ დაიბეგრება. ანუ პროგრამის მიხედვით, ადგილობრივი წარმოების პროდუქტის გაძვირება დღგ-ს ხარჯზე არ მოხდება.

მამუკა ბახტაძის შეფასებით, დღგ-გან ეროვნული პროდუქტის გათავისუფლება, ქართულ პროდუქტს იმპორტირებულ პროდუქტთან მიმართებით უფრო კონკურენტულს გახდის.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები