2018 წლის იანვარ-მაისში ექსპორტი 28%-ით გაიზარდა – საქსტატი
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი ინფორმაციით, 2018 წლის იანვარ-მაისში ექსპორტი 28%-ით გაიზარდა. საქსტატის მიხედვით, მთლიანმა საგარეო სავაჭრომ ბრუნვამ, მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში 4 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. აქედან ექსპორტი 1 მილიარდ დოლარს აღემატება, იმპორტი კი 3 მილიარდ დოლარს აჭარბებს. საქსტატის მონაცემებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, იმპორტი დაახლოებით 23%-ით გაიზარდა.

2018 წლის იანვარ-მაისში ევროკავშირთან სავაჭრო ბრუნვა 23%-ით გაიზარდა და მილიარდ დოლარს გადააჭარბა. აქედან ექსპორტი 295.7 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს. 2017 წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით ექსპორტი თითქმის 14%-ითაა გაზრდილი. რაც შეეხება იმპორტს, ხუთ თვეში ევროკავშირიდან დაახლოებით მილიარდი დოლარის საქონლის იმპორტი განხორციელდა. 2017 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ევროკავშირთან იმპორტი თითქმის 26%-ით გაიზარდა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები